logo
ENG



"განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება" – ზელენსკი შოლცს ესაუბრა

20 ოქტ 202319:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/17en21nqfoayplc.jpg

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკის თქმით, მათ ფრონტზე არსებული ვითარება განიხილეს.

"მადლობელი ვარ სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტისთვის, რომელიც Patriot და IRIS-T სისტემებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.

განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, მათ შორის რუსეთის წარუმატებელი შეტევები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში", - წერს Twitter-ზე ზელენსკი.

ზელენსკიმ და შოლცმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მალტაში "მშვიდობის ფორმულის" მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და უკრაინის აღდგენის კონფერენცია, რომელიც ნოემბერში, გერმანიაში გაიმართება.


close დახურვა